კითხვა - პასუხი

რა ქსელია CITYPHONE?

Cityphone ფიქსირებული სატელეფონო ქსელის ოპერატორია საქართველოში, რომელიც გთავაზობთ ქალაქის სატელეფონო ნუმერაციას - გამოყენების ფართო სპექტრით. იურიდიულ პირებს შეუძლიათ მიიღონ თანამედროვე მრავალფუნქციური (VOIP) სატელეფონო მომსახურეობა. ფიზიკურ პირებს ეძლევათ ასევე შესაძლებლობა ისარგებლონ თანამედროვე ტელეფონიის სერვისებით, კერძოდ - ჩვენი ნომერი შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ სმარტფონში ან კომპიუტერში, ანუ თქვენ გექნებათ ქალაქის ტელეფონი სმარტფონში აპლიკაციის სახით როგორც დამატებითი ნომერი და მას გამოიყენებთ ყველგან სადაც გექნებათ წვდომა მაღალსიჩქარიან ინტერნეტთან (WI-FI, 3G ან 4G), ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ ჩვენი IP ტელეფონი და ისარგებლოთ მაღალხარისხიანი კავშირით. ჩვენი აბონენტები სარგებლობენ ყველაზე დაბალი ტარიფით - ადგილობრივ და საერთაშორისო ზარებზე, თქვენთან დარეკვის ფასი კი იგივე იქნება რა ტარიფიც მოქმედებს ზოგადად საქართველოს ქალაქის ნომრებზე დარეკვისას. ასევე შეგიძლიათ სერვისით ისარგებლოთ უცხოეთში ყოფნისას - იგივე ტარიფებით ზარებზე, რომელიც მითითებულია ჩვენს ვებ-გვერდზე, ხოლო შიდა ქსელში საუბარი უფასოა ყოველგვარი ლიმიტის გარეშე, მიუხედავად იმისა თანამოსაუბრეები იმყოფებიან თუ არა ერთ ქვეყანაში. ამასთანავე, უფასო აპლიკაცია "ZOIPER" (რომელსაც ვიყენებთ სმარტფონებში IP ნომრის გასაწერად) მრავალფუნქციური და პრაქტიკული აპლიკაციაა მომხმარებლებისთვის.

სად შევიძინოთ და რა ღირს CITYPHONE - ს ნომერი?

ნომრის შეძენა და აპლიკაციის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ ონლაინ რეჟიმში ვებ-გვერდიდან ან სერვისცენტრში: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 71.

ვებ-გვერდიდან 5 ლარიანი ნომრის შეძენის შემთხვევაში, 5 ლარი ავტომატურად უკან გიბრუნდებათ ნომრის ბალანსზე და ამ თანხას გამოიყენებთ ზარების განსახორციელებლად, ანუ ფაქტიურად ნომერი უფასოა! რაც შეეხება 10 ლარიან და უფრო მაღალფასიან ნომრებს - ეს მხოლოდ ნომრის ღირებულებაა და მას ბალანსზე თანხა არ მოყვება. აბონენტს ნებისმიერ ნომერზე, ნებისმიერი თანხის ჩარიცხვა შეუძლია. ნომრის ფასებს შორის განსხვავება კი მხოლოდ ნომრის სილამაზიდან გამომდინარეობს.

აპლიკაციის გარდა, შეგიძლიათ შეიძინოთ ჩვენი ტელეფონის აპარატი სახლისთვის ან ოფისისთვის და ისარგებლოთ თანამედროვე ფიქსირებული IP ტელეფონის სერვისებით. იხ. IP ტელეფონების მაღაზია.

როგორ ხდება ვებ-გვერდიდან ნომრის შეძენა?

ვებ-გვერდზე ვირჩევთ დანაყოფს "ნომრის შეძენა" (ან "ჩამოტვირთვა"), გაიხსნება რეგისტრაციის გვერდი, გაივლით რეგისტრაციას და მიყვებით მითითებებული ინსტრუქციის შესაბამისად.

როგორ შევავსო ბალანსი?

ნომერზე ბალანსის შევსება შესაძლებელია ჩვენი  ვებ-გვერდიდან  ან ვებ-გვერდიდან  www.mypay.ge (აირჩიეთ ტელეკომ და ინტერნეტი), ნებისმიერი ქვეყნის VISA / MASTERCARD საბანკო ბარათებით. ასევე საქართველოში სწრაფი გადახდის აპარატებიდან: TBCPAY, PAYBOX და EXPRESSPAY (გადახდის აპარატებში მენიუში მოძებნეთ ტელეფონი და შემდეგ CITYPHONE).

როგორ შევამოწმო ნომერზე ბალანსი?

ნომერზე ბალანსის შესამოწმებლად "Cityphone"-ს ნომრიდან აკრიფეთ 1111 და ბალანსს გაცნობებთ ავტომოპასუხე.

როგორ მუშაობს CITYPHONE - ს ქალაქის ნომერი სმარტფონში?

"Cityphone"-ს ნომერი შეგიძლიათ სმარტფონისთვის გამოიყენოთ როგორც დამატებითი სატელეფონო ნომერი, აპლიკაცია აქტიურია ყველგან სადაც ინტერნეტია. ხარისხიანი კავშირის მისაღებად უნდა იმყოფებოდეთ სტაბილური  (მაღალსიჩქარიანი) ინტერნეტის ზონაში, ანუ საჭიროა Wi-Fi დაჭერის ზონა ან მინიმუმ 3G სიჩქარის მობილური ინტერნეტი. აპლიკაციას აქვს ასევე ჩართვა - გამორთვის რეჟიმი, შეგიძლიათ აპლიკაცია გქონდეთ აქტიურ ან არააქტიურ რეჟიმში. ასევე მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ თუ ტელეფონში გააქტიურებული გაქვთ ენერგოდაზოგვის ფუნქცია, ამ შემთხვევაში, ტელეფონის არააქტიური რეჟიმის დროს შესაძლოა ზოგიერთი აპლიკაცია და მათ შორის "სითიფონის" ნომერიც ავტომატურად დეაქტივირდებოდეს და ამ დროს ზარები ვერ მიიღოთ. ამიტომ სასურველია ტელეფონში ენერგოდაზოგვის რეჟიმი არ იყოს გააქტიურებული. ამასთანავე აპლიკაციის აქტივაცია/დეაქტივაცია შეგიძლიათ მექანიკურად განახორციელოთ სურვილისამებრ.

რა უპირატესობა აქვს "CITYPHONE"-ს ხმოვანი კავშირის სხვა საშუალებებთან შედარებით, მაგალითად "ვაიბერთან" შედარებით?

"Cityphone" სრულყოფილი სატელეფონო ნომერია, საიდანაც ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერ ტელეფონის ნომერზე დარეკავთ და ასევე ნებისმიერი ნომრიდან დაგირეკავენ, "Cityphone" შიდა ქსელში საუბრებისთვისაც საუკეთესოა და აბონენტები ურთიერთშორის საუბრობენ უფასოდ და ულიმიტოდ, მიუხედავად იმისა რომელ ქვეყანაში იქნებიან მოსაუბრეები. "ვაიბერი" კი მხოლოდ შიდა ქსელში საუბრებისთვის გამოიყენება და არა სხვა სატელეფონო ნომრებზე დასარეკად.

თუ ნომერი ადრე მაქვს შეძენილი, ხოლო აპლიკაცია მინდა შევცვალო სხვა აპლიკაციით ან ვთქვათ აპლიკაცია წამეშალა შემთხვევით? 

ამ შემთხვევაში თქვენი ნომრისთვის გჭირდებათ მხოლოდ აპლიკაციის ჩამოტვირთვა, მიჰყევით ბმულს.

შემოსულ ზარებზე როგორ მერიცხება ბონუსი?

ნებისმიერი ქსელიდან "Cityphone"-ს ნომერზე შემოსულ ზარებზე გერიცხებათ საჩუქარი. კონკრეტულად კი შემოსულ ზარზე საუბრის თითოეულ წუთზე, თქვენს ბალანსზე ავტომატურად ირიცხება 1 თეთრი ბონუსი. მიმდინარე დღის მანძილზე დაგროვილი ბონუსები, თქვენი "Cityphone"-ს ნომრის ბალანსზე აისახება მომდევნო კალენდარული დღის დადგომისთანავე.

როცა CITYPHONE - ს ნომერზე მირეკავენ ქართული მობილურის ნომრიდან, რომელზეც გააქტიურებულია პაკეტი "ულიმიტო", ამ შემთხვევაშიც მერიცხება ყოველ წუთზე1 თეთრი საჩუქრად?

რათქმაუნდა გერიცხებათ საჩუქარი. მას კი ვინც გირეკავთ "ულიმიტო" პაკეტით არაფერი ეხარჯება და გესაუბრებათ უფასოდ, ულიმიტო პაკეტის ფარგლებში. საერთოდ კი "Cityphone"-ს ნომერი ჩვეულებრივი ქალაქის ნომერია და მასზე დარეკვაც იგივე ფასია რაც სხვა ქალაქის ნომრებზე დარეკვა.

შესაძლებელია თუ არა დავპორტირდე თქვენს ქსელში ნომრის შეუცვლელად?

თქვენ შეგიძლიათ გადმოპორტირდეთ ამჟამად არსებული თქვენი ფიქსირებული ქსელის ნომრით ჩვენს ქსელში სწრაფად და მარტივად, ამისათვის უნდა დაგვიკავშირდეთ ნომერზე 2 11 44 11.

როგორ ვიხდი სააბონენტოს?

ყოველთვიური სააბონენტოს თანხა 1 ლარი, ავტომატურად ჩამოიჭრება თქვენი ბალანსიდან თვეში ერთხელ.

რამდენი ხნის მანძილზე მინარჩუნდება ნომერი თუკი არ გამოვიყენებ საერთოდ და არ შევავსებ ბალანსს?

ამ შემთხვევაში, თუ ბალანსიც ამოწურულია, მაშინ ნომერი გაგიუქმდებათ ბოლო გამოყენებიდან და/ან თანხის ჩარიცხვიდან  2 თვის თავზე. მაგრამ თუ ბალანსზე თანხა გაქვთ, ნომერი შეგინარჩუნდებათ თანხის ამოწურვამდე.

 

რომელი ტელეფონის აპარატებისთვის ან სისტემისთვის შეიძლება სითიფონის ნომრის გამოყენება?

არსებობს "Cityphone"-ს ნომრის გამოყენების სხვადასხვა ვარიანტი, იგი შეგიძლიათ გამოიყენოთ:

1.  სახლის IP ტელეფონის აპარატისთვის. საუკეთესო IP ტელეფონის მოდელს ნომრიანად შეიძენთ ჩვენს სერვისცენტრებში, სახლისთვის და ოფისისთვის.

2. სმარტფონის ტიპის მობილური ტელეფონისთვის: ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ვებ-გვერდიდან შეიძინოთ ფასიანი ან უფასო ნომერი და ჩამოტვირთოთ აპლიკაცია. (გაითვალისწინეთ რომ მობილურ ტელეფონში აპლიკაციის სახით გაწერილი ნომერი მუშაობს  Wi-Fi დაჭერის ზონაში, ან მობილური ინტერნეტის მინიმუმ 3G სიხშირეზე )

3. სახლის ჩვეულებრივი (ანალოგური) ფიქსირებული ტელეფონის აპარატისთვის - ეს ხდება IP ადაპტორის საშუალებით, რომელსაც შეიძენთ ჩვენს სერვის ცენტრში.

4. პერსონალური კომპიუტერისთვის, - ვებგვერდიდან ჩამოტვირთავთ პროგრამას და თქვენს კომპიუტერში "დესკტოპზე" გექნებათ რეალური ქალაქის ტელეფონი, "Cityphone".

 

დარეკვის წესები

ზარებს განახორციელებთ იგივე ფორმატით როგორი ფორმატითაც ნებისმიერი ქალაქის ტელეფონიდან ახორციელებთ ზარებს:

"Cityphone"-ს 2 11 XX XX ნომრიდან, თბილისის ფიქსირებული ქსელის სხვა ნომრებთან დასაკავშირებლად - ჩვეულებრივად აკრიფეთ ქალაქის შვიდნიშნა ნომერი 2 XX XX XX.

საქართველოს მობილურ ოპერატორებთან დასაკავშირებლად აკრიფეთ: 0, მობილური ოპერატორის კოდი და აბონენტის ნომერი. მაგ: 0577 XX XX XX.

საქართველოს რეგიონებთან დასაკავშირებლად აკრიფეთ 0, ქალაქის კოდი და აბონენტის ნომერი. მაგ: 0 431 XX XX XX  (სადაც 431 ქალაქის კოდია).

საერთაშორისო ზარების განსახორციელებლად აკრიფეთ + ან 00, ქვეყნის კოდი და აბონენტის ნომერი. მაგ: 00 7 495 XXX XX XX  (სადაც 7 ქვეყნის კოდია, 495 კი ქალაქის კოდი).

თქვენთან ("Cityphone"-ს ნომერზე) დარეკვის წესი იგივეა რაც თბილისის ქალაქის ნებისმიერ ნომერზე დარეკვა. თბილისის ქალაქის ნომრებიდან დარეკვისას: 2 11 XX XX, საქართველოს რეგიონებიდან და მობილური ოპერატორებიდან: 0 (32) 2 11 XX XX. საერთაშორისო ოპერატორებიდან 00 (995 32) 2 11 XX XX.

706 444XXX არაგეოგრაფიული ნომრებიდან საქართველოს ნებისმიერი ოპერატორის ნომერზე დარეკავთ 0-ით - მაგ: ჯეოსელზე 0 577XXXXXX , თბილისის ფიქსირებულ ნომრებზე 0 32 2 XXXXXX. საერთაშორისო ზარებს განახორციელებთ 00-ით.

706 444XXX ნომრებზე, ქართული ოპერატორებიდან ირეკება მხოლოდ 0-ით. მიუხედავად იმისა რომელ ქალაქში იმყოფება 706 444XXX აბონენტი, მასთან დასაკავშირებლად ქალაქის კოდი საჭირო არაა, ვინაიდან ესაა არაგეოგრაფიული ნომერი. უცხოეთიდან კი ამ ნომერზე დაგირეკავენ: +995 706 444XXX.