სერვისები

 

პაკეტი "ულიმიტო"

პაკეტი ულიმიტოს ჩასართავად, უნდა გქონდეთ "CITYPHONE"-ს ნომერი. თუ ნომერს არ ფლობთ, მაშინ პირველ რიგში საჭიროა ნომერი და აპლიკაცია  ჩამოტვირთოთ   თქვენი ტელეფონისთვის.

იხილეთ პაკეტით სარგებლობის წესები.

ბალანსის შევსება

ნომერზე ბალანსის შევსება შესაძლებელია ჩვენი  ვებ-გვერდიდან  ან ვებ-გვერდიდან www.mypay.ge  ნებისმიერი ქვეყნის VISA / MASTERCARD ბარათებით; ასევე სწრაფი გადახდის აპარატებიდან: EXPRESS PAY (მენიუში ვირჩევთ - ტელეკომუნიკაცია და ინტერნეტი), TBCPAY (ტელეფონი ინტერნეტი და ტელევიზია), PAYBOX (ტელეკომუნიკაცია). 

ბალანსის შემოწმება

ბალანსის ავტომატურ რეჟიმში შესამოწმებლად, "Cityphone"-ს ნომრიდან უნდა დარეკოთ ნომერზე 1111.

ნომრის პორტირება

ნებისმიერი ფიქსირებული ქსელის აბონენტს შეუძლია დაპორტირდეს თავისი არსებული ნომრით "Cityphone"-ს ქსელში. ამისათვის საჭიროა დაგვიკავშირდეთ ნომერზე (032) 2114411.

VoIP ტელეფონების მაღაზია

სასურველი VoIP ტელეფონის შესარჩევად ეწვიეთ ჩვენს მაღაზიას.

"ZOIPER" აპლიკაციის ხმოვანი კავშირის ჩაწერის ფუნქცია

ანდროიდის სისტემის სმარტფონებში, აპლიკაცია "ZOIPER"-ის საშუალებით შეგიძლიათ განახორციელოთ ზარების ჩაწერა. აპლიკაციის სეთინგებში აირჩიეთ ოფცია - Recording Calls (Записъ вызова) და მონიშნეთ ჩაწერის ფუნქცია. ამის შემდგომ აპლიკაციაზე მიმაგრებული ნომრიდან განხორციელებული ნებისმიერი საუბარი ჩაიწერება სატელეფონო ოპერატორის ქსელისგან დამოუკიდებლად, ამავე აპლიკაციის ფუნქციონალით. ჩანაწერის ფაილი ავტომატურად დაარქივდება "zoiper" აპლიკაციის ამავე სექციაში და მასთან წვდომა მხოლოდ ტელეფონის მფლობელისთვის იქნება შესაძლებელი. ჩაწერის ფუნქციის გამოსართავად - ჩაწერისთვის მონიშნულ უჯრას გაუკეთებთ დეაქტივაციას.

შენიშვნაზემოთაღნიშნული ფუნქცია უფასო აპლიკაცია "ZOIPER"-ის სერვისია.  

SMS მომსახურება ორგანიზაციებისთვის

კორპორატიულ აბონენტებს გადაეცემათ სპეციალური sms პორტალი, საიდანაც  შეგიძლიათ ნებისმიერ დროს თქვენთვის სასურველი სარეკლამო ტექსტი დააგზავნოთ ერთდროულად ნებისმიერი რაოდენობის მობილური ტელეფონის ნომერზე.

ზარების შეზღუდვის სერვისი

თუ აბონენტს აქვს სურვილი თავისი ნომრიდან დააწესოს საერთაშორისო ზარებზე ან საქართველოს მობილურ ოპერატორებთან დარეკვაზე შეზღუდვა, ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოთ სითიფონის ცენტრალურ ოფისს ან სერვისცენტრებს.

სერვისების ჩამონათვალი კორპორატიული კლიენტებისთვის