ჩვენს შესახებ

კომპანია სითი ტელეკომმა 2011 წლიდან დანერგა თანამედროვე VoIP ტექნოლოგიაზე (ინტერნეტ ტექნოლოგია) დაფუძნებული სატელეფონო მომსახურეობა, დღეისათვის საქართველოში უკვე მრავალი კომერციული ორგანიზაცია და სახელმწიფო დაწესებულება სარგებლობს ჩვენი მომსახურეობით. კომპანიაში გაერთიანებული მაღალკვალიფიციური სპეციალისტები საიმედო და მაღალხარისხიან სატელეფონო კავშირს უზრუნველყოფენ აბონენტებისთვის.

აღნიშნული სერვისი ბაზარზე წარმოდგენილია ბრენდით "Cityphone". საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის (GNCC) მიერ - შპს სითი ტელეკომისთვის გაცემულია ავტორიზაცია №300/1.

იურიდიულ პირებს შეუძლიათ მიიღონ თანამედროვე VoIP ტექნოლოგიაზე (ინტერნეტ ტექნოლოგია) დაფუძნებული მაღალხარისხიანი და მრავალფუნქციური სატელეფონო მომსახურება - ყველაზე ხელსაყრელი პირობებით. ფიზიკურ პირებს შესაძლებლობა აქვთ აირჩიონ სერვისის მიღების სხვადასხვა ვარიანტი - ქალაქის სატელეფონო ნომერი გადმოწერონ აპლიკაციის სახით სმარტფონში როგორც დამატებითი ნომერი, ან შეიძინონ თანამედროვე IP ტელეფონი, რომლის ინსტალაცია შესაძლებელია ყველგან სადაც ინტერნეტია.

აბონენტებს ვთავაზობთ ქალაქის ტელეფონის ნომრების ფართო არჩევანს, შესაძლებელია ასევე აბონენტი მარტივად გადმოპორტირდეს უკვე არსებული თავისი ნომრითაც. ისარგებლეთ ჩვენი სერვისით და მიიღეთ შემდეგი უპირატესობა:

  • ქალაქის ნომრის  ჩამოტვირთვა  სმარტფონისთვის ან კომპიუტერისთვის.
  • ქალაქის ტელეფონის განთავსება ნებისმიერ ლოკაციაზე - ნომრის შეუცვლელად.
  • ყველაზე დაბალი ტარიფები ადგილობრივ და საერთაშორისო ზარებზე.
  • ინდივიდუალური პირობები კორპორატიული აბონენტებისთვის.
  • უფასო საუბარი შიდა ქსელში, ყოველგვარი ლიმიტის გარეშე.
  • საჩუქარი შემოსულ ზარებზე საუბრის ყოველი წუთისთვის!
  • სერვისი აქტიურია ნებისმიერ ქვეყანაში, ერთნაირი ტარიფებით!